Wednesday, March 26, 2014

ტრენინგის მნიშვნელოვანების დასაბუთება

   ვიდრე ტრენინგის ღირებულებაზე დავიწყებ საუბარს, არ შემიძლია გულწფელი მადლობა არ გადავუხადო ქალბატონ ქეთი ცერაძეს, რომელმაც უდიდესი მონდომებითა და პროფესიონალიზმით გაგვატარა მეტად საინტერესო  ტრენინგი - ინტელის ძირითადი  კურსი, რომლის საშუალებითაც ადვილად გავართმევ თავს ამა თუ იმ  პროექტის თეორიულსა თუ პრაქტიკულ მხარეს, მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში, ვიმედოვნებ, რომ ჩემი გაკვეთილები და პროექტები  იქნება უფრო საინტერესო, უფრო დატვირთული სიახლეებით. მიღებული ცოდნა დამეხმარება, რომ მოსწავლეებს ჩამოვუყალიბო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და სრულვყო ჩემი ელექტრონული პორტფოლიო.

ქალბატონ ქეთის ვუსურვებ ჯანმრთელობასა და წარმატებებს!

ტრენინგის IX დღე

1.განვლილი მასალის გამეორება;
2.Picasa  ალბომის შექმნა;
3.პროექტში მონაწილე მასაწვლებლების პროექტების პრეზენტაცია.
რეფლექსია:
  ტრენინგის მე-9 დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, ვისწავლეთ როგორ უნდა შევქმნათ Picasa ალბომი, რათა ჩვენს პორტფოლიოზე განვათავსოთ ჩვენი გაკვეთილები, პროექტები, ფოტო და ვიდეო- მასალა, პრეეზენტაციები, მოსწავლეთა ნამუშევრები...
 ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ პროექტში მონაწილე ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტის პრეზენტაცია,გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები, გამოვთქვით ჩვენი ვარაუდები,  შთამბეჭდავი იყო სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაც.

Sunday, March 23, 2014

ტრენინგის VIII დღე

1.მასალის გამეორება;
2.ფასილიტაციის რესურსის შექმნა;
3.პორტფოლიოს გადახედვა;
4.პორტფოლიოს ატვირთვა და ძირითად ბლოგზე ბიმბმა;
5.რეფლექსია:
ტრენინგის VIII დღე იყო ძალიან ნაყოფიერი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით, შევქმენით მოსწავლისთვის ფასილიტაციის ნიმუში, გადავხედეთ პორტფოლიოს, ვისწავლეთ როგორ უნდა მივაბათ ბლოგს.ბლოგზე ავტვირთეთ ინტელის სასწავლო კურსის განრიგი, ტრენინგის მასალა და ტრენერის ბლოგი.
ეს დღე ყველაზე ძალიან დამეხმარება ჩემი პორტფოლიოს სრულყოფაში.

Saturday, March 22, 2014

ტრენინგის VII დღე

1.მასალის გამეორება;
2.განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების დავალება;
3.პროექტის გეგმაზე მუშაობა;
4.ბლოგების გვერდები;
5.რეფლექსია:
   დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, კიდევ ერთხელ გავანალიზეთ, რომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, უნდა გავთვალოთ კარგად, რომ ძლიერსა და სუსტ მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის დავალება მივცეთ. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, ვისწავლეთ პეიჯების დამატება, ეს დღეციყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პორტფოლიოს სრულყოფისთვის.

Sunday, March 16, 2014

ტრენინგის VI დღე


1.მასალის გამეორება;
2.მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაციის შექმნა;
3.მოსწავლის ნამუშევრების შეფასება;
4.კომენტარი ბლოგზე;
5.რეფლექსია:
   ტრენინგის მე-6 დღე დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით, შევქმენით მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაცია, საინტრესო მოდული დამეხმარება გავაანალიზო მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. ვისწავლეთ, როგორ დავურთოთ კომენტარი კოლეგის ბლოგს.
მე-6 დღეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სიახლეებით დატვირთული და საინტერესო.

Saturday, March 15, 2014

ტრენინგის V დღე

1.მასალის გამეორება;
2.საავტორო უფლებები;
3.მოსწავლის ნიმუშის - ბლოგის შექმნა;
4.რეფლექსია:
ტრნინგის მე-5 დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ახალი მასალის უკეთ და ადვილად გასაგებად.
ეს დღეც, როგორც ყველა დღე, იყო ძალიან საინტერესო, დატვირთული სიახლეებით.
გავეცანით საავტორო უფლებებს, ვისწავლეთ როგორ უნდა შევქმნათ მოსწავლის ბლოგი, როგორ უნდა დავამატოთ გაჯეტები ბლოგზე, კვლევა უფრო საინტერესო რომ იყოს.
დღევანდელი დღე დამეხმარება პროექტის მსვლელობისას, შეგვიძლია პროექტში მონაწილე მოსწავლე-მასწავლებელმა თითოეული დღის სიახლე ვაჩვენოთ ახალი გაჯეტის საშუალებით.
დღევანდელი დღე ძალიან დამეხმარება ჩემი პორტფოლიოს შევსებასა და სრულყოფაში.

Sunday, March 9, 2014

ტრენინგის IV დღე

1.მასალის გამეორება;
2.შეფასების სხვადასხვა მეთოდები;
3.დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა;
4.პორტფოლიოს პრეზენტაცია;
5.რეფლექსია
    ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ განვლილი მასალა, ტრენერმა გაგვაცნო პროექტის  შეფასების სხვადასხვა მეთოდი, შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, მოვამზადეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.
ტრენინგის ეს დღე იყო ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი.

Saturday, March 8, 2014

ტრენინგის III დღე

1.მასალის გამეორება;
2.სტანდარტის დაგეგმვა და სასწავლო მიზნების განსაზღვრა;
3.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები;
4.რეფლექსია
    დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით, დავადგინეთ სტანდარტი  პროექტისთვის, განვსაზღვრეთ სასწავლო მიზნები.შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ჩვენი პროექტისთვის. დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.

Sunday, March 2, 2014

ტრენინგის II დღე

                                 
1.გავიმეორეთ მასალა
2. საშინაო დავალება - პროექტის მიმოხილვა
3.გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს
4.ვემზადებით ბუკლეტის შექმნისთვის
5.word - ის ინსტრუმენტების გაცნობა
6.ბუკლეტის მომზადება
7.რეფლექსია ბლოგზე


Saturday, March 1, 2014

ტრენინგის I დღე

   ტრენინგის დასაწყისშივე გაგვეცნო ტრნერი და გაგვაცნო ტრენინგის შინაარსი, მიზანი,მოლოდინები,პირველივე დღე იყო დატვირტული, ძალიან საინტერესო, გავეცანით ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის პრინციპს, პორტფოლიოს ჩეკლისტს,შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, გავეცანით21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, გადავხედეთ პროექტის გეგმას.
 გავიხსენეთ ბლოგის შექმნა.